ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგი აჩვენეს
06-08-2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში გამოცდებზე მოსწავლეთა მიღწევებით ხარობენ. 

„მცირედი გამარჯვება დიდი მომავლის დასაწყისია“ - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეების განათლებაში ჩადებული მრავალწლიანი შრომის შედეგს იმკიან. 

დღეს კი იმ კურსდამთავრებულებს გვაცნობენ, რომელთან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული შედეგები აჩვენეს. 

სოფო ქათამაძემ ინგლირური ენის გამოცდაზე უმაღლესი ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამოცდა მაღალ ქულაზე ჩააბარეს ნინო გოგისვანიძემ, ლუკა ლობჟანიძემ და  ნათათო ურთმელიძემ. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო მიმართულებებზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„ქუთაისის N35 საჯარო სკოლა გულწრფელად ულოცავს ჩვენს გამორჩეულ მოსწავლეებს - ნინო გოგისვანიძეს (65 ქულა), ლუკა ლობჟანიძეს (66 ქულა), ნათათო ურთმელიძეს (65 ქულა) და სოფო ქათამაძეს (70 ქულა) - ინგლისურ ენის გამოცდაზე მიღწეულ მაღალ შედეგებს.

თქვენი მონდომება, თავდადება და შეუპოვრობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის. თითოეული ქულა არის იმ შრომის და რწმენის ანარეკლი, რაც თქვენ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე გაიღეთ.

გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე - იქ, სადაც ძალისხმევა ოცნებას ასრულებს!

თქვენით ამაყობს თქვენი სკოლა - სივრცე, სადაც ყოველი დიდი გზა იწყება“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203