
2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია. დაფინანსება კი გაიცემა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
ამავე დოკუმენტში განმარტებულია, რომ განათლების მინისტრი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისია. მას ტექნიკური დახმარება უნდა გაუწიოს სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტმა.
„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა მომდევნო სასწავლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ“, - აღნიშნულია ბრძანებაში.