
ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
სკოლის 13 კურსდამთავრებულიდან ეროვნულ გამოცდებზე რვა აბიტურიენტი გავიდა. მათგან ხუთო ოქროსმედალოსანია, რვავემ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ახალა საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინში არიან.
სკოლის დირექტორი დარეჯან კვეშელავა და პედაგოგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორის დარეჯან კვეშელავას ხელმძღვანელობით, ულოცავს 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. წარმატებას და წინსვლას უსურვებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
შესანიშნავი გამოშვებაა, თითეული საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს რათა ასახელონ ოჯახი, მშობლიური სკოლა და დაიმკვიდრონ სახელი იმ პროფესიებში რაც დაისახეს მიზნად. ვულოცავთ თითეულ მათგანს და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც სწავლაში ასევე ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.