
ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის 7 კურსდამთავრებულიდან 5-მა ერთიანი ეროვნული გამოცდებ წარმატებით ჩააბარა და მაღალი ქულები მოიპოვა.
სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი და პედაგოგები მათ გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„მათმა წარმატებამ უდიდესი სიხარული და სიამაყე მოუტანა აბულის სოფლის სკოლას, მშობლებს და მთელ სოფლის თემს. გაუმარჯოს ჩვენს შვილებს. სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი პერსონალთან ერთად, უსურვებს მათ ჯანმრთელობას და წარმატებებს სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში, კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წრმატებით ჩაბარებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ.