ქუთაისის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგი აჩვენეს
05-08-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის ლილე ქარსელაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა განათლებისა და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. ახლა კი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებებით ტკბებიან და ამაყობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული მათი შედეგებით. 

სიამაყით იხსენებენ იმ წლებს, როცა პატარებმა შეაღეს სკოლის კარი და თავიანთი აღზრდა-განათლება მათ  მიანდეს, უხარიათ, რომ დაუფასდათ შრომა. ბევრმა მიიღო მაღალი ქულა, თუმცა დღეს გამორჩეულად მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტთა შედეგებს გვიზიარებენ:

  • საბა ბენდელიანი - ქართული ენა/ლიტერატურა - 59;  ინგლისური ენა -70;
  • ანასტასია კვირიკაშვილი - ქართული ენა/ლიტერატურა-58;  ინგლისური ენა -70;
  • კესო ბრეგაძე - ქართული ენა/ლიტერატურა -58; ინგლისური ენა -68;
  • ნატალი ჭანტურიძე-ქართული-58; ინგლისური-67;
  • ანა ჟორჟოლიანი - ინგლისური ენა - 68;
  • ქრისტინე ხვადაგიანი - ქართული ენა/ლიტერატურა -58; ინგლისური ენა -67.
  • თამარ კვიტატიანი -ქართული ენა/ლიტერატურა -54; ინგლისური ენა -69; ისტორია-52
  • სანდრო გურაბანიძე- ქართული ენა/ლიტერატურა -52.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები 1-ელ, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 4 აგვისტოს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203