უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომელთა პროგრამებსაც სახელმწიფო აფინანსებს - სია და თანხის ოდენობა
08-08-2025
2025-2026 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა. 
 
უნივერსიტეტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა, ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,524,500.00 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3,966,750.00 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000.00 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,124,000.00 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967,500.00 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562,500.00 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587,250.00 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659,250.00 ლარი;

ი) სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 207,000.00 ლარი;

კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 225,000.00 ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203