ჭალეს თემის N1 სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა შედეგებით ხარობენ და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ
05-08-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ. 

აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით დაასრულეს და სასურველი შედეგებიც მოიპოვეს. მათგან ტატო აქუბარდიას ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასებაც აქვს.

სკოლა მოსწავლეთა შედეგებს გვიზიარებს: 

  • ტატო აქუბარდია - ინგლისურ ენა 70 ქულა;
  • ზურიკო უბილავა ინგლისური ენა 59 ქულა;
  • ნანა მარღია - ქართული ენა/ლიტერატურა 55 ქულა;
  • გიორგი გერგედავა- ინგლისური ენა 60 ქულა;
  • ნიკა შონია - ისტორია 48.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და ახალგაზრდებს მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები 1-ელ, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 4 აგვისტოს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203