
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ.
სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, ახლა კი საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და ახალგაზრდებს მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები 1-ელ, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 4 აგვისტოს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო.