ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის დებატ-კლუბი ეროვნულ ტურნირზე ყველაზე მოტივირებულ გუნდად დასახელდა 
05-08-2025

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, წარმატებით მუშაობს დებატ-კლუბი, რომლის წევრი მოსწავლეებიც დებატების ხელოვნებას სწავლობენ. დებატკლუბელები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში იძენენ ახალ გამოცდილებას და წარმოაჩენენ შესაძლებლობებს. 

მათ შორის, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს დებატების ეროვნულ ტურნირში, სადაც მათ „ყველაზე მოტივირებული გუნდის“ სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა ულოცავს, დებატ-კლუბის მოსწავლეებსა და კლუბის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ბაცანაძეს 2025 წლის დებატების ეროვნული ტურნირის „ყველაზე მოტივირებული გუნდის“ პრიზის მოპოვებას, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203