
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ექსკურსიებით განსაკუთრებით დატვირთული იყო 2024-2025 სასწავლო წლის მიწურული.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-6ბ კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი თავგადასავალი.
მე-6 კლასელმა „ჰელიოსელებმა“ მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე შემატეს. მოსწავლეები უფლისციხეს ესტუმრნენ.
„გზა ხმაურიანი იყო – ხალისიანი საუბრები, სიმღერები და მოუსვენრობა. ყველას აწუხებდა ერთი და იგივე მოლოდინი – როგორი იქნებოდა ის ადგილი, რომელიც საუკუნეების წინ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერას წარმოადგენდა. და აი, თვალწინ გადაიშალა კლდოვანი სიმაღლე, რომელსაც უფლისციხე ჰქვია“,- გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებისთვის კლდეში ნაკვეთ ქალაქის დათვალიერება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ექკურსიიდან მე-6 კლასელები დაუვიწყარი მოგონებებით, ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: