
აბიტურიენტების საგამოცდო შედეგების გამოქვეყნება დასრულებულია და 4-დან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე აპლიკანტებს მიღებული ქულების გასაჩივრება შეუძლიათ, შემდეგ კი საბოლოო შეფასებები გახდება ცნობილი გათანაბრების შედეგად.
აბიტურიენტებისთვის - საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო
აღსანიშნავია, რომ სწორედ გათანაბრება უტოვებს აპლიკანტებს შანსს, მინიმალური ზღვარი გადალახულად ჩაეთვალოთ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდებს, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტები, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი.
ისტორიის გამოცდაში კი ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 10.2-ზე მეტი.