
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საამაყო შედეგები აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მედალოსან კურსდამთავრებულთა მიღწევები. მათგან ერთ-ერთმა - მარიამ ყოჩიაშვილმა ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი, 70-დან 70 ქულა მოიპოვა.
საამაყოა დანარჩენი მედალოსნების შედეგებიც:
1. მარიამ ყოჩიაშვილი:
2. ნინი ხუციშვილი:
3. ლიზი ზურაშვილი:
4. თინათინ პოპიაშვილი:
5. თამარ ალუღიშვილი:
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო მიმართულებებზე ჩაბარებას უსურვებენ.
„მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოითვლის მტევნებსა“ - დავით გურამიშვილის ამ სიტყვებით გამოხატავენ სკოლაში, იმ დიდ სიხარულს, რაც მოსწავლეთა შედეგების გაგების შემდეგ განიცადეს.
„მოსწავლეებთან ერთად ჩვენც ვხარობთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების, განსაკუთრებით კი მედალოსნების ეროვნული გამოცდებზე მოპოვებული შედეგებით“,- აღნიშნავენ სკოლაში, მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და საბოლოო ჩარიცხვებს სულმოუთქმელად ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო.