მათემატიკა 51, ქართული 60, ინგლისური 70 - ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლემ ეროვნულებზე მაქსიმალური ქულები მიიღო - რას ამბობს დირექტორი
04-08-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ტესტირებების პირველადი შედეგები ყველა საგანში გამოაქვეყნა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები საკუთარი კურსდამთვრებულების წარმატებებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და ულოცავენ გზას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

დღეს გაგაცნობთ გური ბოჭორიშვილს, ქუთისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულს, რომელმაც ეროვნულებზე, სამ საგანში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

„გური ბოჭორიშვილმა, ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო: ქართულის გამოცდაში მაქსიმალური 60, ინგლისურში მაქსიმალური 70 და მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლის დირექტორი, სალომე სარალიძე კი etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ ეამაყებათ, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულთა ყოველი წარმატებული ნაბიჯი:

„საოცარი გრძნობაა, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები ასეთ წარმატებას აღწევენ - სიამაყე და უდიდესი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე ერთმანეთს ერწყმის. გურის არაერთხელ გაუხარებია მშობლიური სკოლა საკუთარი წარმატებებით, აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ინტელექტუალურ პროექტში. არის პასუხისმგებლიანი, არაჩვეულებრივი ბავშვი... მე როგორც სკოლის ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, მისი კიდევ არაერთი წარმატებული ნაბიჯის მომსწრენი გავხდებით.

ვამაყობ, რომ ჩვენი სკოლა ინარჩუნებს ისტორიულ სახეს, რაზეც მოსწავლეთა წარმატებები მეტყველებს და ეს ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა. მინდა აღვნიშნო, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩვენი სკოლის კურსდამთვრებულებმა ღირსეულად გაართვეს თავი და თითოეული მათგანით ვამაყობთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203