
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. შედეგებით განსაკუთრებით ის აბიტურიენტები ხარობენ, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მოიპოვეს. ერთ-ერთია ჭიათურის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული დავით ტაბატაძე, რომელმაც ფიზიკის გამოცდაზე მაქსიმალური 63 ქულიდან 62 აიღო.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები 1-ელ, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო.