
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის სპორტული წარმატებით ამაყობენ.
ჯუმბერ ბეკოშვილმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.
კონტინენტის პირველობის ატაცში ბეკოშვილმა 139 კგ. დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 169 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 308 კილოგრამით ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„პერევის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მას საპრიზო ადგილის მოპოვებას და ულევ წარმატებას უსურვებს კარიერაში. ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობებისა და წარმატებული მომავლის ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდა სპორტსმენს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.