
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.
სკოლის კურსდამთავრებულებმა - იოანე ლომაურიძემ და ლილიკო გულიტაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ.
„პერევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენს საამაყო მოსწავლეებს: იოანე ლომაურიძესა და ლილიკო გულიტაშვილს, რომლებმაც თავიანთი მონდომებითა და ნიჭით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვეს. თქვენი წარმატება ყველასთვის შთაგონების წყაროა. მადლობა ამ სიხარულისთვის, გისურვებთ რომ ეს წარმატება, მრავალი დიდი მიზნის დასაწყისი ყოფილიყოს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დღეს კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეზენტაციო განაცხადების მიღება დაიწყო.