„ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“- ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ
04-08-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ. 

წელს, სკოლის 12 აბიტურიენტი გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სასურველი შედეგები აჩვენა. 

„მიღებული ქულები 31-დან - 62-მდეა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ყველას ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ კურსდამთავრებულთა მიღწევები და იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდები ცოდნის მიღებას ასეთივე შემართებით გააგრძელებენ, წარმატებით დაეუფლებიან პროფესიას, ასახელებენ სკოლასა და საქართველოს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203