კიდევ 6 გამოცდის შედეგები ცნობილია - იხილეთ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სამოქალაქოს ქულები
02-08-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნების,  ლიტერატურისა და  სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
 
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
 
როგორც ქიმიის, ასევე ფიზიკის  ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა  კი  - 16.
ბიოლოგიის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  - 18.
 ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 18. 
სამოქალაქო განათლების მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16 .
 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების  მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203