შედეგების გასაჩივრება 4 აგვისტოდან შეგეძლებათ - ერთი გამოცდის ქულის აპელაცია 50 ლარია
03-08-2025
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღება  4 აგვისტოს  10:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
 
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს  განაცხადებით მომართონ.  სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge    
 
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც  ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. 
 
აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).
 
დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება. 
 
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ქართულისა და უცხოური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

ქართულის, ინგლისურის და სხვა უცხოური ენის ტესტების სწორი პასუხები ცნობილია

გამოქვეყნდა ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები

გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების  მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203