დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე განათლების მინისტრი დანიშნავს - ცვლილებები კანონში
03-08-2025

საკანონდმებლო მაცნეზე გამოქვეყნდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმოწერლი რამდენიმე ბრძანება, რომელის მიხედვითაც მინისტრს უფლება მიენიჭა თავად დანიშნოს და გაათავისუფლოს უწყების დაქვემდებარებაში შემავალი ს.ს.ი.პ.-ების დირექტორების მოადგილეები. 

ცვლილებების მიხედვით:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ჰყავს 1 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203