„ვულოცავთ ახალარჩეულ წევრებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ“ - ბანძის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
01-08-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა.

პროცესი მშვიდ ვითარებაში ხარვეზების გარეშე, ყველა საარჩევნო პროცედურის დაცვით წარიმამრთა. 

სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივლისს ჩატარდა.

დირექცია სკოლის თითოეულ მასწავლებელს, მშობლებს და კომისიის წევრებს დიდ მადლობას უხდის სამურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისათვის.

„ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, მადლობას გიხდით სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სამეურვეო საბჭო, აქტიურად ითანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად. ვულოცავთ არჩეულ წევრებს და ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას!

განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ საარჩევნო კომისიის წევრებს გაწეული დახმარებისთვის

მადლობას ვუხდით წინა მოწვევის სამეურვეო საბჭოს - აქტიური თანამშრომლობისა და ერთგული სამსახურისთვის.

ხალისიან და ბედნიერ ზაფხულის დღეებსა და დასვენებას გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203