ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგ ნინო ჭილაიას პროფესიული წაინსვლა მიულოცეს 
01-08-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მათ შორისაა, ნინო ჭილაია, რომელიც წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ატარებს. პედაგოგს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი საზეიმოდ გადაეცა. 

მას სკოლაში სტატუსის მოპოვება განსაკუთრებულად მიულოცეს და წინსვლა და მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდა უსურვეს. 

„სკოლა ულოცავს ქალბატონ ნინო ჭილაიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნეს სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203