„ჩემი საყვარელი ფეხბურთელი“ - საინტერესო ინტეგრირებული პროექტი ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში
01-08-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2024-2025 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ პროექტებით. 

მათ შორის, აღსანიშნავია, საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი - „ჩემი საყვარელი ფეხბურთელი“.  პროექტი სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის - ანა ნინუასა და მათემატიკის მასწავლებლის - ვერა გოგიას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასში განხორციელდა.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოიძიეს ინფორმაცია ცნობილი ფეხბურთელების - ნეიმარის, მესისა და კვარაცხელიას შესახებ. მოძიებული ინფორმაცია დაამუშავეს და დაახარისხეს - დაამზადეს პოსტერები და წარმოადგინეს ცხრილისა და დიაგრამის სახით.

ორის საგნის ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია კი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, როგორც ინგლისური ენის ცოდნა ისე მათემატიკური უნარები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203