
სენაკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა - პედაგოგები მოწაფეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
ამის ნათელი მაგალითია. IIIგ კლასში, პედაგოგ შორენა კორშიას ხელმძღვანელობით, განხორციელებული პროექტი - „შევიყვაროთ წიგნი“, რომელიც 2024- 2025 სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანმა - აემაღლებინა მოსწავლეთა წიგნიერების დონე - გაამართლა.
კლასგარეშე ლიტერატურისადმი ინტერესის გასაღვივებლად კითხვის გაკვეთილები მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობით ტარდებოდა. პროექტისვე ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება - „რას ფიქრობენ წიგნები...“. პროექტში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ მშობლები.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში.
„მადლობა მათ განსაკუთრებული აქტიურობისთვის - ხატია სიჭინავას, ლირა კაკაშვილს, დირექტორ მარინე ნანეიშვილს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: