
თბილისის N190 საჯარო სკოლის ბაზაზე მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „ლომისმა“ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობდა ქორეოგრაფიული კოლექტივი 20 ქვეყნიდან, რამაც კონკურსს მაღალი საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა და კონკურენტული გარემო შექმნა.
ანსამბლმა „ლომისმა“ არა მხოლოდ გრან-პრი მოიპოვა, არამედ გამოირჩა როგორც საშემსრულებლო ოსტატობით, ისე ქორეოგრაფიული კომპოზიციების ორიგინალური და პროფესიონალური დადგმით. საერთაშორისო ჟიურიმ განსაკუთრებულად აღნიშნა, ანსამბლის ტექნიკური მომზადება, სცენური კულტურა და ეთნოქორეოგრაფიული მემკვიდრეობის მაღალი ხარისხით წარმოჩენა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ანსამბლ „ლომისის“ პროფესიონალიზმს, პედაგოგიური გუნდის (ვიკა ხარატიშვილი, ელიკ ეხვაია)შრომის ხარისხსა და ახალგაზრდების მაღალი დონის ხელოვნებით აღზრდის მიზანმიმართულობას.
იხილეთ ვიდეო: