თბილისის N133 სკოლის ფიზიკის პედაგოგი ნატო კვეზერელი „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“ გადამზადებას გადის - სკოლაში STEAM კლუბი ჩამოყალიბდება
01-08-2025

თბილისის N133 საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, STEAM კლუბი გაიხსნება, რომელის მენტორი ფიზიკის მასწავლებელი ნატო კვეზერელი იქნება. 

ნატო კვეზერელმა უკვე წარმატებით გაიარა „STEAM განათლების“ პროექტის ყველა ეტაპი, მოხვდა იმ 200 მასწავლებელს შორის ვინც გახდა „STEAM კლუბის მენტორი“, ამის საფუძველზე ნატო კვეზერელი იმყოფება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „მასწავლებელთა STEAM ბანაკში“.

სექტემბრიდან 200 სკოლას, მათ შორის 133-ე საჯარო სკოლას, განათლების სამინისტრო გადასცემს STEAM ლაბორატორიას, სკოლაში ჩამოყალიბდება STEAM კლუბი, რაც ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნების მეტად პოპულარიზაციას და ინტეგრაციას სხვა საგნებთან, აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.

„STEAM არის ხიდი სკოლასა და რეალურ ცხოვრებას შორის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ინოვაციურ განათლებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203