
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
დირექცია აქტიურად ზრუნავს, რომ სკოლაში შექმნას როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული გარემო. პროფესიონალი პედაგოგებს დახმარებით კი მოსწავლეები იღებენ ხარისხიან განათლებას. სწორედ მთელი სასკოლო საზოგადოების შრომის დადასტურებაა ის, რომ სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაირა.
სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
„სკოლის პედკოლექტივს, დირექციასა და სასკოლო თემს ვულოცავ ავტორიზაციის გავლას! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამ რთულ გზაზე გვერდში დაუდგა სკოლას! წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ სკოლას და მის გულშემატკივრებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმია, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.