„დადებენო დღეს... ვალერიანი მომარჯვებული მაქვს... გავაგრძელო ძილი...“ - აბიტურიენტები შედეგების მოლოდინში
01-08-2025

დღეს, 1-ელი აგვისტოა და აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. ცნობილია, რომ ქულების გასაჯაროება ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირით დაიწყება, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაზუსტებით ვერ ამბობენ, დღეს გამოქვეყნდება თუ არა შედეგები. მოლოდინის რეჟიმში მყოფი აპლიკანტები სოციალურ ქსელში აფიქსირებენ საკუთარ ემოციებს:

„ხვალ „ნაეკი“ TikTok გახდება“ -  აბიტურიენტები შედეგების მოლოდინში 

„ტყუილად ველოდე? მადლობა, ნახვამდის!..“

„დატანჯეს ეს ბავშვები, რაა...“

„ვალერიანი მომარჯვებული მაქვს უკვე...“

„დადებენო დღეს, დაიცადეთ ჯერ...“

„12 საათიდან ელოდეთ, ბავშვებო, დღეს...“

„ისევ ძილს გავაგრძელებ...“

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი. გამოცდები კი 3 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203