
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა ფულადი ჯილდო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლობების/ინდივიდუალური შემსრულებლის ხელმძღვანელი პირებისთვის (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ან შექმნა ამა თუ იმ შემოქმედებითი წარმომადგენლობისათვის/დასისათვის საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას).
გარდა ამისა, სკოლის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო მასწავლებელი მიიღებს ფულად ჯილდოს - 500 ლარს.
„სკოლის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო მასწავლებლის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.