„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ NAEC-ის დირექტორის მოადგილის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება ენიჭება მინისტრს.
„ცენტრის დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც ძალაშია და მას ხელს აწერს გივი მიქანაძე.