
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უსფროსმა პავლე მაჭარაშვილმა მეორე მოადგილედ ნატო ჩანადირი დანიშნა, რომელიც მანამდე მანდატურის სამსაურში ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ნატო ჩანადირი პროფესიით იურისტია და აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.
„2017 წლიდან, ნატო ჩანადირი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, მათ შორის, 2022-2025 წლებში იყო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.
ნატო ჩანადირი მანდატურის სამსახურში ადმინისტრაციულ, სამართლებრივი უზრუნველყოფის და საფინანსო მიმართულებებს უხელმძღვანელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.