საბავშვო ბაღების საყურადღებოდ -  საახალწლო საჩუქრებს 15 დეკემბრამდე დაარიგებენ, ცნობილია ტკბილეულის ჩამონათვალი 
03-12-2025

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვისთვის სააგენტომ 810920 ლარი გადაიხადა.

სასაჩუქრე ნაკრები ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, „თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის, ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“.

სასაჩუქრე ნაკრების შემადგენლობაში იქნება:

  1. ბისკვიტის ნამცხვარი
  2. რძიანი შოკალადის ფილა
  3. ვაფლის მილაკები
  4. ორცხობილა რძით 
  5. კარამელის კანფეტები ჯოხზე
  6. დრაჟე ფერადი გლაზურით
  7. რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით
  8. შოკოლადის ფილების ნაკრები
  9. შოკოლადის ბატონი სუფლეთი
  10. ვაფლი რბილი კარამელით და ჰაეროვანი სიმინდით რძიანი შოკოლადით

აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებულს დაფასოების ეტაპზე გადაეცემა საახალწლო თემატიკის სათამაშო, რომელიც უნდა მოათავსოს სასაჩუქრე ყუთში, ტკბილეულთან ერთად; 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება უზრუნველყოს 2025 წლის 01 დეკემბრიდან 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203