
თბილისის N143 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით, 2024-2025 წელს სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია, ვიქტორინა - „მათემატიკის სამყაროში“, რომლის დასკვნითი შეხვედრა მე-9 კლასებს შორის 7 ივნისს მოეწყო.
ვიქტორინა ჩატარდა ორ ეტაპად. მაისში ჩატარებულ პირველ ტურში, თითოეულ კლასში ტესტირების საფუძველზე გამოვლინდა 7 მონაწილე, ხოლო მეორე ტურში შეხვდნენ ხუთი პარალელური კლასის ამ მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.
ვიქტორინა მეტად საინტერესოდ წარიმართა. ვიქტორინის მსვლელობისას მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოსცადეს სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის აქტივობებში, რამაც დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია არა მხოლოდ მონაწილეებში, არამედ დამსწრე საზოგადოებაშიც.
გამარჯვება მოიპოვა მე-9ა კლასის გუნდმა. როგორც გამარჯვებული, ისე პროექტის მონაწილე ყველა გუნდი დასაჩუქრდა შესაბამისი პრიზებით.