
თბილისის N79 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 2024-2025 სასწავლო წელს წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. მასწავლებლები მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების მიზნით, აქტიურად მიმართევდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს და მოწაფეებს გაკვეთილებს არაერთი რესურსით უმრავალფეროვნებდნენ.
ამის ნათელი მაგალითია, ინტეგრირებული გაკვეთილი - „მულტიკულტურული თბილისი“, რომელიც საგნების - ქართული ლიტერატურა და ჩვენი საქართველო შეკავშირებით ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგები - თამარ ახობაძე და ელინა კუპრაძე ხელმძღვანელობდნენ.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიული მასალები თბილისის უძველესი დასახლებული ადგილების - აბანოთუბნისა და მისი მიმდებარე ქუჩების შეხახებ. შეარჩიეს ლექსები თბილისზე. ასევე თავადაც შექმნეს პატარ-პატარა პოეტური მინიატურები. გაკვეთილი ჩატარდა თბილისის ძველი უბნის სხვადასხვა ადგილას. მოსწავლეებმა მოირგეს გიდის როლი და ისაუბრეს ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე. ასევე მხატრულად წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: