თბილისის N16 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პროექტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
30-07-2025

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძებებსა თუ პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის - „მსოფლიოს თავისუფლების ქართული ხმები“ დახურვის საზეიმო ცერემონიალი. 

პროექტში მონაწილეობდა 14 საჯარო და კერძო სკოლა მთელი საქართველოდან, მათ შორის იყო თბილისის N16 საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს - „ადგილობრივი ხმები მსოფლიოს თავისუფლებისთვის/ LOCAL VOICES FOR GLOBAL FREEDOM“ დასაწყისშივე შეუერთდნენ თბილისის N16 საჯარო სკოლის X, IX, VII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები - მაია ჯერვალიძე და ქეთევან რეხვიაშვილი.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლები, რომელშიც შერჩეული იყო საზოგადო მოღვაწეთა გამორჩეული გამონათქვამები თავისუფლებაზე, ლიბერალიზმსა და ქალთა უფლებებზე.

პროექტის დახურვის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში კი გამოვლინდნენ საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორები.

პროექტში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა.

ღონისძიების ბოლოს მონაწილე სკოლებს გადაეცათ სერტიფიკატები და საქართველოს უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ თბილისის N16 საჯარო სკოლის წარმომადგენლები. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203