
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, პედაგოგების ტესტირებები კი 23 ივლისს დასრულდა.
აპლიკანტები მოუთმენლად ელიან შედეგების გამოქვეყნებას. ცნობილია, რომ აბიტურიენტების პირველადი ქულები აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება, რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, „მასწავლებლის გამოცდის შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებამდე გამოქვეყნდება“.
რამდენი ქულა გჭირდებათ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად - ტესტის შეფასების სქემა
შეგახსენებთ, რომ შარშან პედაგოგების საგამოცდო ქულების გამოქვეყნება 13 აგვისტოდან დაიწყო.