„მიეცით მეცამეტე ხელფასი პედაგოგებს და პენსია სტაჟის მიხედვით... დამრიგებლობის დანამატიც მოამატეთ“ - მასწავლებლების გამოხმაურებები
29-07-2025

2024 წლის ზაფხულში, როდესაც პედაგოგების სახელფასო პოლიტიკა შეიცვალა, 2025 წლის ბიუჯეტით გათალისწინებული ანაზღაურების ზრდა მასწავლებლებს აღარ შეხებიათ. მოიმატებს თუ არა მათი ხელფასი ახალი წლიდან, ჯერჯერობით განსაზღვრა რთულია, თუმცა პედაგოგები არა მხოლოდ ღირსეულ ანაზღაურებას, ასევე ღირსეულ პენსიას ითხოვენ და ამ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებენ. გთვაზობთ მათ გამოხმაურებებს:

„საჭიროა პენსიის გაზრდა 45+ სტაჟის მქონე პედაგოგებისთვის“...

„და, რატომ მხოლოდ 45+ სრაჟის მქონეთ, სხვები სასეირნოდ დადიოდნენ სამსახურში თუ დისკრიმინაცია დაკანონებული და „მოსული პონტია“უკვე, იქიდან გამომდინარე, ზოგიერთს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის გამოცდების გარეშე, „ლანგრით“ მიართვეს, უფროსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წამყვან-მენტორის სტატუსებიც და დანარჩენებს მუდმივ რეჟიმში გვიწევს გამოცდების ჩაბარება სამივე „სტატუსის" მიღება-ამაღლებაში, არაფერი შეგეშალოთ, გაშიფრულია დისკრიმინაციის შემოქმედთა „მოღვაწეობა“ და მიღებული კანონები და კარგი იქნება, ამ ყველაფერზე პასუხს სამართლებრივადაც თუ აგებენ, იმიტომ, რომ ამან ათასობით მასწავლებელი არამხოლოდ მორალურად და ფსიქოგიურად, არამედ, მატერიალურადაც მნიშვნელოვნად დაგვაზარალა!!!“

„მე რომ უბრალო მასწავლებელი არ ვიყო და განათლების მინისტრი ვიყო, ასეც იქნებოდა... მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებ, მასწავლებლობა უფრო მომწონს, მაგრამ..ხელფასი არ მომწონს“...

„1. კარგი იქნებოდა მასწავლებელი იღებდეს ისეთ დიპლომს, რომ გამოცდები და ე.წ. ტრენერების გამდიდრება არ უწევდეს. თავად სახელმწიფო ატრენინგებდეს ისე ,რომ გამოცდა არ იყოს საჭირო... რადგან პროფესისათან ერთად, ისინი არიან დედები და ბებიები, მამაკაცი პედაგოგები კი ოჯახის მმართველები.

2. ყველა პედაგოგს ეძლეოდეს მეცამეტე ხელფასი, რომ მის ქვეყანაში მაინც დაისვენოს მშვიდად.

3. მოხუც , უკვე ხანში შესულ პედაგოგს მიეცით ის საზღაური, რომ დაუფასდეს გაწეული შრომა და მშვიდ გარემოში, ოჯახში გადაინაცვლოს .

ეს იქნება თქვენი ზრუნვა საზოგადოების მიმართ. მადლობა“.

„სტაჟის მიხედვით მიეცით საარსებო პენსიები პედაგოგებს“...

„პენსია კი არა, დამრიგებლობის ანაზღაურება არ მოგვიმატეს, უკვე ყველანაირი მოტივაცია დაგვიკარგეს“....

„მასწავლებელთა პენსიაზე იქნებ იფიქროს ვინმემ, უსამართლობაა ათეული წლები ხელფასიდან საშემოსავლოს 20% აჭრიდეთ მასწავლებელს, რომელიც ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდა განვითარებაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203