„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა მარშრუტები, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით.
რაც შეეხება სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, „მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტები“, მისი შეთანხმების წესი და პირობები მოქმედებს 2026 წლის 1 ივლისამდე“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე