„ჩვენთან ქართული ენის ხარისხიან სწავლებას გამორჩეული ყურადღება ექცევა“ - ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი  რამიზ მამედალიზადე
29-07-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში, დირექტორის - რამიზ მამედალიზადეს ხელმძღვანელობით, შექმნილია თბილი და ოჯახური გარემო, რაც არამარტო სასიამოვნოს ხდის სასწავლო პროცესს, არამედ ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და მრავალმხირვ განვითარებაზე სკოლის 20 პედაგოგი ზრუნავს. როგორც სკოლის დირექტორი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, მათი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ და აღზარდონ სამაგალითო მოქალაქეებად. 

საბაზო სკოლაში 71 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 6 პირველკლასელის ჩათვლით. 

„რადგან მე-10 კლასი დაგვემატა, მომავალ წელს საბაზო საფეხურს 12 მოსწავლე დაამთავრებს. მოსწავლეთა უმრავლესობა მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებს სწავლას. შემდგომ კი ბევრი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, შარშან ჩვენი სკოლადამთავრებული 5 მოსწავლე ჩაირიცხა უმაღლესში, ორი კი პროფესიულ სასწავლებელში ექთნის პროფესიას ეუფლება

გვყავს მონდომებული მოსწავლეები, ვცდილობთ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მივცეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს 20 პედაგოგი, რომელთაგანაც 9 უფროსი მასწავლებელია, 10 პრაქტიკოსი და ერთი მაძიებელი. საოცრად თბილ და ოჯახურ გარემოშიში სწავლობენ ბავშვები, რაც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას - როგორც დირექტორი ამბობს, სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

„ქართული ენის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა ჩვენთან, რადგან ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ენას ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს, ასევე გვაქვს ბილიგვური სწავლება. გვყავს ბილინგვირი განათლების სპეციალისტები ბუნებასა და ხელოვნებაში“,- გვეუბნება რამიზ მამედალიზადე

დირექტორი მოსწავლეთა აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს მრავალი წელია ემსახურება. 

„37 წელია ახალგაზრდების განათლებას ვემსახურები აქედან 32 წელი დირექტორის პოზიციიდან და წარმოიდგინეთ რა ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში სკოლა და განათლება“,- აღნიშნავს დირექტორი და მისი სურვილია, რომ ყველა ახალგაზრდა არა მხოლოდ განათლებული, არამედ ჯანმრთელი და კარგად აღზრდილი. 

„ყველა ახალგაზრდას პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვურჩევ ისწავლონ, სწორად შეარჩიონ პროფესია, რაც შემდგომში მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203