
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში დირექტორი - ჯანსულ შაინიძე უზრუნველყოფს მეგობრულ, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოს. გუნდური მუშაობა ყოველდღიური პროცესის ბუნებრივი ნაწილია, განათლების ხარისხზე ზრუნვა მთელ კოლექტივს აერთიანებს.
დირექტორის თქმით, პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. ამის ნათელი დადასტურებაა მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები. წელს სკოლა ხუთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა მათგან ოთხი კი ოქროს ოქროსმედალოსანია.
„წელს, სკოლა 5-მა მოსწავლემ დაამთავრა და აქედან ოთხი ოქროსმედალოსანია, ეს სიამაყის საფუძველს გვაძლევს. რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულები გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე. ახლა, შედეგებს ველოდებით და ეჭვიც არ გვეპარება, რომ საუკეთესო შედეგებს დადებენ. ყველა ახალგაზრდას წარმატებას და გამოწვევების სამაგალითოდ დაძლევას ვუსურვებ“,- აღნიშნავს დირექტორი.
საშუალო სკოლაში 60 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული 6 პირველკლასელის ჩათვლით. მათ განათლებაზე 17 სერტიფიცირებული პედაგოგი ზრუნავს.
„სკოლაში გარემო მეგობრულია. მოსწავლეთა განათლებაზე ერთმუშტად შეკრული გუნდი ზრუნავს. ყველ მობილიზებული და მომავალი თაობის ხარისხიან განათლებაზეა ორიენტირებული, რასაც მოსწავლეთა შედეგებიც ადასტურებს, წელს 4 ოქროსმედალოსანი გვყავს“,- დასძენს დირექტორი.