
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ, სწავლობენ, ვითარდებიან და არ წყვეტენ შემეცნებას.
სკოლა-გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები: საბა ბალახაძე და ავთანდილ ხოსრუაშვილი 15 ივლისიდან 25-ივლისამდე, თრუსოს ხეობის საქართველოს საპატრიარქოს ბანაკში - „ღმერთი სამშობლო ადამიანი“ - იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა, საპატრიარქოს სკოლების მოსწავლეებთან ერთად, შინაარსიანად გაატარეს მრავალფეროვანი პროგრამებით დატვირთული 10 დღე, მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, ვიქტორინებში, სპორტულ შეჯიბრებში, მუსიკალურ და მხატვრულ ღონისძიებებში.
მოსწავლეები ბანაკიდან დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
თრუსოს ხეობის ბანაკი დაფუძნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა კურთხევით, ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე.
იხილეთ ფოტოები: