„ჩვენს სკოლაში 18 მაღალკვალიფიციური პედაგოგია, შესაბამისად სწავლების დონე მაღალია“ - ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე
28-07-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში, დირექტორის - ანზორ მიქელაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან განათლებას, ასევე ყალიბდებიან სამაგალითო მოქალაქეებად. 

ანზორ მიქელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლის ძირითადი მისიაა ახალგაზრდების ჩამოყალიბება როგორც განათლებულ, ისე ღირსეულ მოქალაქეებად. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამოცანას.

„ჩვენი ძირითადი მიდგომა, რომ ახალგაზრდები გამოადგნენ ოჯახს, ქვეყანას და ღირსეული მამულიშვილები იყვნენ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ ოკამის N1 საჯარო სკოლა საშუალოა და 63 მოსწავლე ირიცხება. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში 3 პირველკლასელი დარეგისტრირდა, ერთს სექტემბერში ელოდებიან. 

სკოლაში სასწავლო პროცესს წარმართავს 18 სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური პედაგოგი, რაც მაღალი ხარისხის სწავლების გარანტიაა.

„18 პედაგოგი, რომლებიც სკოლაში ასწავლიან სერტიფიცირებულნი და მაღალკვალიფიციურები არიან, შესაბამისად სწავლების დონე მაღალია. ზოგ კლასში 2, 3, 9, და 10 მოსწავლეც გვყავს და ყოველივე მათგანის აღზრდა განათლებაში ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რაც შედეგს გვაძლევს - თითქმის ყველა კურსდამთარებული წარმატებული სტუდენტია“,- სიამაყით აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიებაა გატარებული. 

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველი მათგანი ჯანმრთელ ცხოვრების წესს მისდევს და მინდა ყველა ახალგაზრდას იგივე ვუსურვო“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ამ მიდგომების შედეგია, რომ  ოკამის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები კარიერას მშობლიურ სკოლას უკავშირებენ და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პედაგოგებად ბრუნდებიან და თავად ზრუნავენ მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე

წელს სკოლა ორმა მე-12 კლასელმა დაამთავრა, ორივემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა. დირექტორი ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

„ახლა შედეგებს ველოდებით და იმედი მაქვს წარმატებით ჩაირიცხებიან სასურველ ფაკულტეტზე“,- აღნიშნავს დირექტორი და კურდამთავრებულებს ნათელ მომავალს უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203