„ინდივიდუალურად ვასწავლით და შედეგებიც შესანიშნავი გვაქვს“- ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯანელიძე 
28-07-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული სწავლება მიმდინარეობს. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, დირექტორის - ნანა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, თითოეულ მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება. 

სკოლა საბაზოა და წელს დარეგისტრირებული პირველკლასელის ჩათვლით, 10 მოსწავლე ირიცხება. ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს ერთი პირველკლასელი შეაღებს. მის განათლებაზე პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ. 

„გვყავს 12 სერტიფიცირებული პედაგოგი, ერთი წელს გავიდა გამოცდაზე, ველოდებით პასუხს და ეჭვიც არ მეპარება, რომ საუკეთესო შედეგებით ჩააბარებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი. 

ჩორჯოს სკოლაში ბავშვის ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი, არამედ კლასგრეშე აქტივობებიც - მოსწავლეები კითხულობენ დამატებით ლიტერატურას, სტუმრობენ ბიბლიოთეკას და იჩენენ ინტერესს სწავლის მიმართ.

„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სწავლებაც შესაბამისად უმაღლეს დონეზეა, მიდგომები ინდივიდუალურია, 45 წუთის განმავლობაში, მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. გამოდის რომ, ინდივიდუალურად ვასწავლით და შედეგებიც შესანიშნავი გვაქვს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბავშვების სასწავლო შემართება, კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას, დადიან ბიბლიოთეკაში, შესაბამისად მოსწრებაც მაღალია“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ამ მიდგომის შედეგია ის, რომ სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლებას სხვა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რაც დირექტორისთვის საამაყოა. 

„ჩვენი სკოლადამთავრებულები გადადიან სხვა სკოლებში და მისი დამთავრების შემდეგ წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში, რაც გვახარებს და გვაამაყებს“,- ამბობს დირექტორი და ახალგაზრდებს ურჩევს იმეგობრონ წიგნთან და სკოლის, სოფლისა და ქვეყნის სასახელო ადამიანები გაიზარდონ. 

„მინდა ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას ვურჩიო  წიგნთან მეგობრობა, რაც მთავარია  მშვიდობას, წარმატებულ მომავალს და დასახული მიზნების მიღწევას ოჯახის და სამშობლოს  სადიდებლად“,- აღნიშნავს დირექტორი და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - ღირსეული მომავალი თაობების აღზრდას, წარმატებით ემსახურება. 

„ჩემთვის ხარისხიანი სწავლება უმთავრესია, 2003 წლიდან ვმუშაობ ჩორჯის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ გადავედი მ/შ-ად, ჩავაბარე დირექტორის გამოცდები და მესამე წელია დავინიშნე დირექტორად, სკოლაში ძალიან გამორჩეული, თბილი გარემოა შექმნილი, ეს ჩვენი სახლია, სადაც ყველას მოგვიხარია“,- ამბობს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203