
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია 2024-2025 წლის კურსდამთავრებულთა ფინანსური წახალისების წესი, თუმცა დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ფულადი ჯილდო სკოლის მედალოსნებს ყოველ წელს შეეხება.
„ყოველ წელს დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები. კამპანიის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს კურსადმთავრებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. მათ შორის ოქროსმედალოსნებს 500 ლარი, ვერცხლისმედალოსნებს 400 ლარი“, - ნათქვამია დადგენილებაში.