
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომელიც ადგილობრივ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეხება.
სამოქმედო პროგრამა კი ძირითადად მოიცავს 3 მიმართულებას:
1. სასწავლო სააღმზრდელო სისტემის სრულყოფა;
2. სრულფასოვანი მრავალმხრივი კვებითი ღირებულების მენიუ. მისი ყოველდღიური დაცვა და კონტროლი;
3. ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის და გარემოზე ზრუნვის უნარების ჩამოყალიბება.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 36 საბავშვო ბაღი. სტატისტიკით რეგისტრირებული 1249 ბავშვიდან გოგონათა რაოდენობაა 737 ბიჭების 512 ყოველდღიური დასწრება საშუალოდ არის 700 ბავშვი. კვების თანხა გათვალისწინებული იქნება დღეში 6,00 ლარი, 170 დღეზე სულ 700000 ლარი.
სულ სკოლამადელ დაწესებულებებში დასაქმებულია 422 თანამშრომელი, მათ შორის 95% არის ქალი.
ქვეპროგრამის მიზანია:
ა)ინკლუზიური განათლების დანერგვა;
ბ)აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
გ) სრულფასოვანი მრავალმხრივი კვებითი ღირებულების მენიუ, მისი ყოველდღიური დაცვა და კონტროლი;
დ) აქტივობების ჩატარება ღია სივრცეში გასეირნება და ექსკურსიები.