
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობას არ წყვეტენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამარ მეფის გიმნაზია კვლავ აქტიურ საგანმანათლებლო ფაზაშია️.
სულ ახლახან, სკოლის ეკოკლუბი საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, სადაც გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა.
შეხვედრა გაიმართა თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, სადაც ️2024-2025 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულმა სკოლებმა, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში“ განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალურ ტურში გადავიდა 4 სკოლის ეკოკლუბი, მათგან საპატიო მესამე ადგილს იკავებს თამარ მეფის სახელობის სკოლა გიმნაზია.
მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: