
ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე 2 თვეა და ჯერ მოსამზადებელი სამზადისი არ დაწყებულა სკოლებშიკ მაგრამ გთავაზობთ ინფორმაციას, რომელის შესრულება, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონითაა სავალდებულო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
წესისა და პირობების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ სკოლა ვალდებულია სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომ – 112);
ბ) სამინისტროს ნომერი – 2 200 220;
გ) მანდატურის/უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის სამსახურებრივი ნომერი;
დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) ცხელი ხაზის ნომერი 08 00 00 00 88;
ე) მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზის ნომერი – 2 200 220 (3335);
ვ) საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი – 598 08 30 06, 1481.
სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.