„ჩვენი სკოლა არის პატარა ოჯახი, სადაც სიხარულით მივდივართ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც“- მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა
25-07-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში, დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა ქმნის ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მისვლა მიუხარიათ როგორც მოსწავლეებს ისე პედაგოგებს. 

დირექტორისთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის - ეს არის „პატარა ოჯახი, სადაც სიხარულით მივდივართ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში მცირეკონტიგენტიანი სკოლის დირექტორი. 

მუხროვანის საჯარო სკოლა საბაზოა და მასში სულ 39 მოსწავლე ირიცხება. ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს სამი პირველკლასელი შეაღებს, ელოდებიან კიდევ ერთ პირველკლასელს და სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 40 გახდება. საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასში 7 მოსწავლე ირიცხება. 

სულ სკოლაში 13 პედაგოგია, მათგან ორს წამყვანის სტატუსი აქვს, დანარჩენები კი ორის გარდა სერტიფიცირებულია. დირექტორის თქმით, მათმაც ჩააბარეს წელს გამოცდები და პასუხების მოლოდნში არიან. დირექტორი მათ წარმატებაში დარწმუნებულია და სასურველ შედეგებს უსურვებს. 

სკოლაში სასწავლო პროცესი დაფუძნებულია ინდივიდუალურ მიდგომებს. 

„ჩვენს სკოლში უმაღლესი დონის სწავლებაა, როცა რამდენიმე მოსწავლე გიზის კლასში, მათი გამოკითხვა ყოველდღე ხდება, ბავშვებმაც იციან, რომ ყოველ დღე გაიძახებენ და მოუმზადებლეი არასდროს მოდიან. პედაგოგები კი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ სიღრმისეული განათლება მისცენ, დაუზარელად უხსნიან, სანამ მათთვის თემა სრულიად გასაგები არ გახდება“,- ამბობს დირექტორი. 

ასეთი მიდგომა, კი რა თქმა უნდა, მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე აისახება. 

არც არის გასაკვირი, რომ სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჯერ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებელში.

„საბაზო საფეხურის ცოდნა იმდენად მაღალ დონეზე აქვთ, რომ შემდგომ უკვე სტუდენტობისთვის ემზადებიან. წელს, ჩვენი სკოლის ხუთმა მეცხრეკლასელმა მიიღო პერსონალური კომპიუტერი, არიან ოქროს და ვერცხლისმედალოსნებიც, ყველაფერი ზემოთ თქმული კი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მისია წარმატებულად შევასრულეთ. 

სკოლა ჩვენი პატარა ოჯახია, სადაც სიხარულით მივდივართ პედაგოგებიც და მოსწავლეებით, ერთი დიდი ბედნიერებაა იმის ყურება თუ როგორ უხარიათ ბავშვებს ჩვენი დანახვა, როგორი ჟრიამულით გვხვდებიან, გვეხუტებიან“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სვეტლანა სუხორუკოვა ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი გახლავთ და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ღირსეული მოქალაქეები იყვნენ. პირველ რიგში უნდა უყვარდეთ სამშობლო, ოჯახი და დედა-  ეს წმინდაა და თუ ეს გაითავისეს ნიშნავს წარმატებულ და კარგ ადამიანებად შედგნენ“,- ამბობს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203