
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. დირექტორის მ/შ-ის - გია რამინაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლაში შექმნილია საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე.
როგორც დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სკოლა მისთვის ცოდნის აკვანია, სივრცე, სადაც უზურნევყოფილია თითოეული მოსწავლის განვითარება, სწავლების მაღალი ხარისხი და მასწავლებელთა პროფესიონალიზმი.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში თითოეული მოსწავლისთვის სწავლება ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და მომზადებაზეა დაფუძნებული.
სკოლაში 6 მოსწავლე სწავლობს, წელს ერთი პირველკლასელი შეემატა, რაც სკოლის ხელმძღვანელს ძალიან ახარებს. 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს სკოლიდან ორი მოსწავლე გააცილეს, ორივე ვერცხლისმედალოსანი. კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დირექტორი მათი გულმხურვალე გულშემატკივარია.
„ველოდებით შედეგებს, მთელი პედკოლექტივი მათი ვგულშემატკივტობთ, ახალგაზრდებს მინდა ყველაფერი კარგი და საუკეთესო ვუსურვო, პირველ რიგში სწავლა, რადგან განათლება უმთავრესია და შემდგომში კი წარმატება, წინსვლა და მიზნის მიღწევა. ისწავლეთ და ყველაფერს მიაღწევთ დამერწმუნეთ ახალგაზრდებო“,- ამბობს დირექტორი და etaloni.ge-სთან საუბრისას წუხს, რომ წელს სკოლას დამამთავრებელი კლასი არ ეყოლება.
„სამწუხაროდ, წელს აღარ გვეყოლება მე-12 კლასელები, თუმცა, რა გასაკვირია, სამწუხაროდ, რაჭიდან მიგრაციაა“,- დასძენს ის.
მომავალი თაობების აღზრდა-განათლება ერთგულებას მოითხოვს. სკოლის დირექტორის მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ ამის მაგალითია.
„მე 1988 წელს დავამთავე უმაღლესი სასწავლებელი და მას შემდეგ განათლების სისტემაში ვმუშაობ, 6 წელია დირექტორის მ/შ ვარ, ჯერჯერობით არ შემცვლია სტატუსი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის სკოლა მართლაც რომ ცოდნის აკვანია და ამიტომ 10 პედაგოგიდან მხოლოდ ერთი პედაგოგი არ გვყავს სერტიფიცირებული, მაღალი დონის სწავლებაა, წარმოიდგინეთ კლასში, რომ ერთი ან ორი ბავშვი გიზის კი არ ასწავლი ამზადებ, შესაბამისად ყველა ჩვენი სკოლადამთავრებული წარმატებით აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში და საკმაოდ წარმატებულებიც არიან, რაც ძალიან მახარებს და სიამაყით მავსებს“,- ამბობს დირექტორი.