რომელი საგნის შედეგები გამოქვეყნდება პირველი და როდემდე შეგიძლიათ შეცვალოთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი
26-07-2025

„პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  შედეგით დაიწყება“ - აღნიშნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - სტუდენტთა 69%-მდე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 80%, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე კი 83%-ზე მეტი.  

„ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის  შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტები შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც მთლიანი ტესტის შეფასება, ასევე შეფასება ცალკეულ დავალებებში.

აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, შესაბამისად, მათ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადახედონ საკუთარ არჩევანს და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეტანილი ცვლილება დაიმახსოვრონ“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203